საქართველოსვე კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში უკანასკნელად წარსდგა საზოგადოების წინაშე.
წულუკიანის თქმოთ, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა სამარცხვინ ოყო.
"სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, თავისუფლების მოედანზე, "ბოლო სიმღერა" სამარცხვინოდ შეასრულა. ეს იყო მისი ბოლო გამოსვლა, ამ რანგში - მადლობა ღმერთს. დაავიწყდა, რომ არსებობს ლევილი. დაავიწყდა, რომ ლევილში დღეს, პირველად იმართება და აღინიშნება სახელმწიფოს მიერ ის 26 მაისია, რომლისთვისაც ნოე რამიშვილმა, პირველმა პრეზიდენტმა, ასევე ნოე ჟორდანიამ, შემდგომმა პრეზიდენტმა და მთელმა მაშინდელმა მთავრობამ ძალიან ბევრი იღვაწეს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.