იქმნება თუ არა ოპოზიციის ერთიანი საარჩევნო სია. "კურიერის" ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და სალომე ზურაბიშვილი დღეს "ერთიანი პლატფორმის შესახებ" მემორანდუმს გამოაქვეყნებენ.
"გირჩის" თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ამ მიდგომით, თანდათან, ცხადი ხდება, რომ ქვეყანაში სამი პარტია არსებობს - "ნაციონალური მოძრაობა", ქართულო ოცნება" და "გირჩი".
"ამით ამბობენ, რომ ერთი წლის განმავლობაში დავნიშნავთ ჩვენს ხალხს და მერე ჩავატარებთ არჩევნებსო, მაგრამ, ზოგადად, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ არჩევნებს ვუყურებთ ასე - "ოცნებამ" და "ნაცებმა", ვერცერთმა, ვერ აიღოს, 50% და ჩვენ დავჭირდეთ, ორივეს, კოალიციის შესაქმნელად.
თანდათან, ცხადი ხდება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ის ფორმულა, რასაც ვეუბნებით - საქართველოში, სულ, სამი პარტია არსებობს,"ნაცები", "ქოცები" და "გირჩები".
"ნაცებს" არ ვუყვარვართ და პრეზიდენტის მადლობელი ვარ, ამ საქმეს რომ თაობს, გააერთიანოს ეს ხალხი. წარმატებებს ვუსურვებ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.