"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების მიერ ერთობლივი მემორანდუმის, შესაძლო, გამოქვეყნება, რევოლუციური სცენარის ნაწილია.
მაჭარაშვილის თქმით, როგორც სხვა შეთქმულების თეორია, ეს მემორანდუმიც მარცხისთვისაა განწირული.
"უნდათ შექმნან, რაღაც, რევოლუციური კომიტეტი, ღიად ამბობენ ამას. ზურაბიშვილი, ამ შეთქმულების მემორანდუმზე ხელს აწერინებს ოპოზიციას იმიტომ, რომ ჩამოაყალიბონ, რევკომები, იმიტომ, რომ მოენატრა ასეთი ტიპი რევოლუციური სცენარები. ეს არის ღია დაპირისპირება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. როგორც წინა შეთქმულებები, ესეც დამთავრდება მარცხით", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, "კურიერის" ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და სალომე ზურაბიშვილი "ერთიანი პლატფორმის შესახებ" მემორანდუმის გამოქვეყნებას აპირებენ.
"კურიერისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა, გარე და შიდა მოლაპარაკებების შემდეგ მიიღეს გეგმა, როგორც თავად საუბარში აცხადებენ, მათი "დიდი მეგობრებისგან", რომ 26 მაისს უნდა გამოაქვეყნონ მემორანდუმი "ერთიანი პლატფორმის შესახებ" და პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზონ გარკვეული ვადა ამ დოკუმენტზე ხელმოსაწერად.