17 ივნისი 2024,   17:06
ვრცლად
მდინარე ვერე ადიდდა - წყლის ნაკადმა ავტომობილი მოიყოლა, რომელშიც ერთი პირი იმყოფებოდა

თბილისში მდინარე ვერე ადიდდა. წყლის ნაკადმა ავტომობილი მოიყოლა, რომელშიც მოქალაქე იმყოფებოდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქე და მისი ავტომობილი ტერიტორიიდან უკვე ამოიყვანეს.

ვერეს ხეობიდან ამოყვანილი მოქალაქე უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დღის ამბები