17 ივნისი 2024,   16:22
ვრცლად
საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს რკინიგზამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მგზავრებს მიულოცა. 26 მაისის და საქართველოს რკინიგზის ისტორიის თემაზე მომზადებული სახალისო ვიქტორინის გამარჯვებულებს, კომპანიამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

დაჯილდოვდნენ ის იღბლიანი მგზავრებიც, რომლებმაც ბილეთი 26-ე ადგილზე შეიძინეს. დღესვე, 17 საათსა და 10 წუთზე, სწორედ იმ დროს, როდესაც 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი გამოცხადდა, რკინიგზის ყველა მოძრავ შემადგენლობასა და სადგურებში საქართველოს ჰიმნი შესრულდა.

დღის ამბები