"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონს პარლამენტის თავმჯდომარე ხელს დღეს მოაწერს.
მისი გამოქვეყნების შემდეგ იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა" რეესტრისთვის პორტალის შესაქმნელად, 60 დღე ექნებათ. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ონლაინმედიის დიდი ნაწილისთვის რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო გახდება, თუმცა ცნობილია, რომ "ენჯეოების" ნაწილი არ აპირებს კანონს დაემორჩილოს და საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობს.