16 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
პაკეტთან დაკავშირებით 17 მაისს უკვე შედგა სახალხო რეფერენდუმი და მას აქვს სახალხო მხარდაჭერა - შალვა პაპუაშვილი ლგბტ კანონზე

პარლამენტის ბიურო ორშაბათს განიხილავს “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც მმართველმა გუნდმა გუშინ დააინიცირა. მისი პირველი მოსმენით მიღებას უმრავლესობა საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს, მეორე და მესამე მოსმენა საშემოდგომო სესიაზე გაიმართება. პაკეტი ერთი ძირითადი და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან შედგება.

მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვა მოსახლეობის დიდი ნაწილის დაკვეთაა.

“ოპოზიცია როგორც ნახეთ დაბნეული არის და მათგან რეაქცია არ გვაქვს. როგორც ჩანს ელოდებიან მითითებას გარედან, ისევე როგორც გამჭვირვალობის კანონპროექტის დროს იყო, როდესაც თავდაპირველად ჩუმად იყვნენ და როგორც კი გარედან მიიღეს მითითება იმ მომენტში დაიწყეს ხმაური. ახლაც როგორც ჩანს ელოდებიან გარედან რა მითითება ექნებათ.

რაც შეეხება თავად პაკეტს, პირველი, რომ ამ პაკეტთან დაკავშირებით 17 მაისს უკვე შედგა სახალხო რეფერენდუმი და მას აქვს სახალხო მხარდაჭერა. თუ კი გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, ეს კანონი იქნება ყველაზე სახალხო კანონი. მხარდაჭერა ჩვენ გუშინაც ვნახეთ ხალხის მხრიდან და პარლამენტი ამ მხარდაჭერით და ლეგიტიმაციით დაიწყებს კანონპროექტის განხილვას.

რაც შეეხება სპეკულაციებს, ბევრი ვერც ვერაფერი ვნახე იმიტომ, რომ ჩანს უჭირთ რაიმე არგუმენტის წარმოდგენა ამ პაკეტთან დაკავშირებით, ვინაიდან ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის კიდევ ერთხელ ყველაზე სახალხო კანონი, რომელსაც აქვს აბსოლუტური მხარდაჭერა ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან,“ - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები