მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კონგრესში გაკეთებული განცხადებები თბილისში პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა. განცხადება გაკეთდა “ხალხის ძალაშიც“. გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკვე დადო თავისი გადაწყვეტილება, სადაც ნათქვამია, რომ სააკაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი არის სწორად გამოტანილი.
“კონგრესმენი ახსენებს სააკაშვილს, რომელიც თურმე ციხეში იტანჯება, რომელიც თურმე პოლიტპატიმარია. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ლოკალური ომის პარტიის წარმომადგენელი შეეწინააღმდეგა და თქვა, რომ სააკაშვილი ციხეში არ არის და ის არის საავადმყოფოში და სააკაშვილი არ იტანჯება და ის ყოველ დღე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. ასეთ უსამართლობას და შეურაცხყოფას როცა აყენებ საქართველოს საზოგადოებას, როდესაც უგულებელყოფ სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილი არა თუ არ იტანჯება, არამედ ის კარგად არის და სააკაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი არის სწორად გამოტანილი, ამ შემთხვევაში, ხელის გულზე დევს ამ შულავერის კომიტეტის ღია სხდომა, სადაც პირდაპირ და საჯაროდ ეწინააღმდეგებიან საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს,“ - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს თემაზე განხილვა გაიმართა. ერთ-ერთმა ამერიკელმა კანონმდებელმა, სტივ კოენმა საქართველოში 2012 წელს მისი ვიზიტი და “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ქვეყნის ციხეებში არსებული ვითარებაც გაიხსენა. საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილზეც, რომელიც სტივ კოენმა პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენია.