16 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
მძიმე სანახაობა იყო, ჩვენ ვნახეთ ორი მოღალატე და არც ერთი მეგობარი - შალვა პაპუაშვილი აშშ-ის კონგრესში გამართულ განხილვაზე

ორი მოღალატე და არც ერთი მეგობარი, - აშშ-ის კონგრესში გამართულ განხილვას პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი თვლის, რომ ნატალია საბანაძის და ვანო ჩხიკვაძის გამოსვლა კონგრესში ისტორიაში ღალატად ჩაიწერება.

"მძიმე სანახაობა იყო. ჩვენ ვნახეთ ორი მოღალატე და არც ერთი მეგობარი. ეს არის საბოლოო დასკვნა, რაც შეგვიძლია გამოვიტანოთ გუშინდელი განხილვიდან. ჩვენ ვნახეთ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს ასმენენ სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და რომლებმაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს. ამაზე დიდი სირცხვილი რა შეიძლება ადამიანს შეეყაროს, არ ვიცი.

ეს დარჩება ისტორიაში, როგორც უდიდესი ღალატის შემთხვევა. სერგო ორჯონიკიძეებს ამ ხალხს ჩვენ ადრეც ვეძახდით, მაგრამ დღეს პირდაპირ დაგვანახეს ამით, რომ მათი სრული ბუნება არის სერგო ორჯონიკიძესი. როგორც ის შემოუძღვა მეთერთმეტე არმიას საქართველოში, ასე უნდა შემოუძღვნენ საქართველოში სანქციებს თუ დასჯებს და ამისთვის ჩადიან სხვა ქვეყნის დედაქალაქში, რომ საკუთარი ქვეყანა დააბეზღონ, მოითხოვონ საკუთარი ოპონენტების შვილების დასჯა. ეს ალბათ ისტორიაში რომ ვკითხულობდით, გვახსოვს რა ემოციები გვქონდა იმ შემთხვევებთან, რომლებიც საუკუნეების უკან იყო და ეს ხდება დღეს, ჩვენს თვალწინ, პირდაპირ ეთერში,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები