16 ნოემბერი 2024,   15:04
ვრცლად
"ქართველ ხალხს ვერავინ ვერ დასჯის" - ირაკლი კობახიძე პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე

ქართველ ხალხს ვერავინ დასჯის - აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად. კობახიძის თქმით, ბოლო პერიოდში ბევრი მუქარა მოისმინეს, მათ შორის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით.

"ბევრი რამით გვემუქრებოდნენ გასული დღეების განმავლობაში, მათ შორის, სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელსაც ტყვია ესროლეს. ამასთან დაკავშირებით თუ ექნება რომელიმე ქვეყანას ინტერესი, მზად ვარ, რომ გამოძიებას მივცე ინფორმაცია. ქართველ ხალხს ვერავინ ვერ დასჯის - საუბრობენ კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე. თვითონ საუბრობდნენ ამდენი ხნის განმავლობაში, რომ კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს არა ხელისუფლებას, არამედ ქართველ ხალხს. ასეთ დროს ვიღაცამ ქართველ ხალხს ჩამოართვას კანდიდატის სტატუსი, სასაცილო იქნება," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები