16 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
ვანო ჩხიკვაძემ და ნატალია საბანაძემ ამერიკელ კანონმდებლებთან გამოსვლისას "მეგობარი აქტის" სწრაფად ამოქმედება მოითხოვეს - როგორ აფასებენ მათ განცხადებებს თბილისში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის კონგრესში გამართულ განხილვას გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილისთვის, ისტორიაში უდიდესი ღალატია ამერიკელ კანონმდებლებთან ვანო ჩხიკვაძისა და ნატალია საბანაძის გამოსვლა. პარლამენტის სპიკერისთვის, ამ გამოსვლების მიზანი, ქვეყნის ინტერესების დაზიანება იყო.

ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელის, ნატალია საბანაძის და ფონდ "ღია საზოგადოების" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის კონგრესში გამოსვლას, "ქართულ ოცნებაში" "მოწმის სტატუსით" დაბარება უწოდეს. ჩხიკვაძეც და საბანაძეც ჰელსინკის კომისიის ფარგლებში ჩატარებულ მოსმენაზე იყვნენ მიწვეული და თავის გამოსვლაში ღიად თქვეს, რომ სახელისუფლებო პარტიის მიმართ "კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო", მათ შორის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების და მათი ოჯახის წევრებზე სანქციების დაწესება.

ისეთი კანონების მიღებით, როგორიცაა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", აფერხებს საქართველოს დიდი ხნის ოცნების ასრულებას, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს მაშინ, როცა ამას ხმამაღლა უარყოფენ და ამბობენ, რომ მსგავსი რამ არ ხდება.

ნატალია საბანაძისა და ვანო ჩხიკვაძის კონგრესში გამოსვლა, მმართველი პარტიისთვის ოპოზიციის და მესამე სექტორის ლუსტრაციაა. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ "სოროსის ფონდის" წარმომადგენელი კონგრესმენებთან არასამთავრობო სექტორის "გახარიას პარტიის" მრჩეველი კი ოპოზიციის სახელით საუბრობდა.

ნატალია საბანაძე რომ გახარიას მრჩეველი იყო, ეს დღეს გახარიას გუნდში დაადასტურეს, თუმცა თქვეს, რომ ამჟამად საბანაძეს მათთან კავშირი არ აქვს. ჰელსინკის კომისიის ფარგლებში გამართულ მსჯელობას სრულად იზიარებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც. ხელისუფლების ოპონენტები პარტნიორებისგან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელოდებიან.

სახელისუფლებო გუნდში ჩხიკვაძე-საბანაძეს სიცრუეში ღიად ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ორივე მათგანმა კონგრესის ტრიბუნა დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენა.

საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებაა პრემიერ-მინისტრისთვის კონგრესში საქართველოდან მიწვეული პირების მხრიდან გაკეთებული განცხადებები. ირაკლი კობახიძის თქმით, სანქციები პოლიტიკური შანტაჟისთვის არ გამოდგება.

კონგრესში გამართულ მსჯელობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. მამუკა მდინარაძე წერს, რომ სამშობლო არ იყიდება და ოპონენტები მოღალატის იარლიყის მიკერებას სხვისთვის ცდილობენ.

დღის ამბები