პირდაპირ ეთერში გლობალური და ლოკალური ომის პარტიის ფორმატში ამერიკიდან გვითხრეს, რომ თუ უკრაინიზაციაზე არ წავალთ, ამ შემთხვევაში საქართველოში ფერად რევოლუციას და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ხელისუფლების შეცვლას მოახდენენ, რათა აქ მეორე ფრონტი გაიხსნას, – ამის შესახებ “ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კონგრესმენებმა თქვეს, რომ თურმე უკრაინაში ძლიერი დემოკრატიაა და საქართველოშიც უნდა იყოს.
“ადამიანების დაღუპვა თუ ძლიერი დემოკრატიაა ან ადამიანების ლტოლვილად გარდაქმნა, ასევე ტერიტორიების დაკარგვა და უარი ნატო-ში მიღებაზე, საქართველოში ასეთი დემოკრატია არ გვინდა. რევოლუცია უნდათ და ეს ამერიკაშიც გვითხრეს, ამას მხარი ამერიკაშიც აუბეს. რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვათ, რადგან ხალხი არჩევანს მშვიდობის სასარგებლოდ გააკეთებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.