16 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
ამ კანონპროექტში არის ცალკეული მუხლები, რომელიც უზარმაზარი პრობლემაა და არაფერი აქვს საერთო პროპაგანდის ნაწილთან - ბექა ლილუაშვილი

პარტია “საქართველოსთვის“ “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის განხილვებში ვერ ჩაერთვება, რადგან ბოიკოტის რეჟიმშია - ამის შესახებ პარტიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კანონს აქვს პრობლემური პუნქტები, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს პროპაგანდასთან.

“ამ კანონპროექტში არის ცალკეული მუხლები, რომელიც არის უზარმაზარი პრობლემა და არაფერი აქვს საერთო პროპაგანდის ნაწილთან. ერთადერთი პარტია ჰყავთ ოპოზიციიდან, რომელიც ჩართული იყო სახალხო განხილვებში. შედეგობრივად, ვნახეთ, მათ შორის, ინიციირებული კანონით, რომ ეს ბავშვების დაცვას კი არა, ეს კიდევ ერთი საარჩევნო ტრიუკია, რომელსაც ქართული ოცნება იყენებს. ჩვენი გუნდი ბოიკოტის რეჟიმშია და, ბუნებრივია, განხილვებში ვერ ჩავერთვებით,“- აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების პაკეტს აინიციირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ, საზოგადოებას ცვლილებების მთავარი ასპექტები გააცნო. ცვლილებებით, ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება კანონმდებლობით იქნება დაუშვებელი, მაუწყებელი ვეღარ გაავრცელებს ისეთ ინფორმაციას ან რეკლამას, რომელიც ლგბტ პროპაგანდისკენ იქნება მიმართული.

დღის ამბები