16 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
ჩვენს ქვეყანაში ვერავინ ვერ ეღირსება მაიდანიზაციას - დავით მათიკაშვილი

“ქართული ოცნების“ წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოში არანაირი ძალადობა და დესტრუქციის მცდელობა არ გაუვათ. ამ განცხადებით, მათიკაშვილმა ცესკოს დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები ხალხის ნების მიხედვით ჩატარდება.

“ცდილობენ, რომ დღესვე დაიწყონ ის პროცესი, რომელსაც მერე მათი მრუდე წარმოდგენებითა და დღის წესრიგით მერე ნაყოფს გამოიღებს არჩევნების შემდეგ, ააღელვებენ ხალხს. ჩვენს ქვეყანაში ვერავინ ვერ ეღირსება მაიდანიზაციას. ზუსტად ის შედეგი, რა შედეგიც დაფიქსირდება არჩევნებში, ჩვენი საზოგადოების ნება და არა რომელიმე “ენჯეოს“ ნება, არა რომელიმე ჩვენი პარტნიორის ნება, არამედ ხალხის ნება, რაც არის დემოკრატიის საფუძველთა საფუძველი, იქნება რეალიზებული სახელისუფლებო ჭრილში და ის ხელისუფლება ეყოლება ქვეყანას, რასაც საზოგადოება გადაწყვეტს,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

რაც შეეხება “ხალხის ძალის“ ერთ-ერთ ლიდერს სოზარ სუბარს, მისი შეფასებით, ვერანაირი წინასწარი საუბარი, რომ შესაძლოა არჩევნები გაყალბდეს, ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგზე.

ცნობისთვის, ცესკო არჩევნებთან და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით უსაფუძვლო განცხადებების გავრცელებაზე საუბრობს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთი შეფასებები ვრცელდება ქვეყნის გარეთაც, რაც საარჩევნო პროცესს აზიანებს. ცენტრალური საარჩევნო კომისია წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა ყველა ეტაპზე არის ღია და ყველა ჩართულ მხარეს აქვს შესაძლებლობა დეტალურად გაეცნოს მიმდინარე საარჩევნო პროცესებს, კვლავ გრძელდება გადაუმოწმებელი, უსაფუძვლო და საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი განცხადებები. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, იყვნენ ობიექტურები და მიუკერძოებლები, ხელი შეუწყონ არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას.

დღის ამბები