16 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
ის, რაც უკვე გაწერილია, აღწერილია და წერია ჩვენს კონსტიტუციაში, აღარ საჭიროებს დამატებით რეგულაციებს - ხატია დეკანოიძე

“ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი საჭირო არ არის, რადგან ის, რაზეც მმართველი გუნდი აპელირებს, საქართველოს კონსტიტუციით უკვე დარეგულირებულია.

დეკანოიძის თქმით, ეს არ არის ის პრობლემა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აწუხებთ.

“ჩემი პოზიცია ამ კანონებთან დაკავშირებით არ შეცვლილა - ეს არ არის ის პრობლემა, რომელიც აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს. ის, რაც უკვე გაწერილია, აღწერილია და წერია ჩვენს კონსტიტუციაში, აღარ საჭიროებს დამატებით რეგულაციებს. ჩვენი კონსტიტუციით განსაზღვრულია, თუ რა არის ოჯახი, ამიტომ მე არ მივიჩნევ, რომ კონსტიტუციაზე მაღლა შეიძლება დადგეს სხვა რამე და მან დაარეგულიროს,“- აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების პაკეტს აინიციირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ, საზოგადოებას ცვლილებების მთავარი ასპექტები გააცნო. ცვლილებებით, ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება კანონმდებლობით იქნება დაუშვებელი, მაუწყებელი ვეღარ გაავრცელებს ისეთ ინფორმაციას ან რეკლამას, რომელიც ლგბტ პროპაგანდისკენ იქნება მიმართული.

დღის ამბები