16 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
სავიზო შეზღუდვების დაწესება არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ, არ ცვლის ჩვენს გადაწყვეტილებას, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე და ხვალინდელ დღეზე - კახა კალაძე

სავიზო შეზღუდვების დაწესება არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, ამ ქვეყნის მომავალსა და ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.

მისი თქმით, საქართველო მზად არის, რომ სტრატეგიულ-პარტნიორული ურთიერთობი გადაიტვირთოს და იყოს ნამდვილი, ჯანსაღი ურთიერთობები.

"ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ. ეს არ ცვლის ჩვენი გადაწყვეტილების შეცვლას, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, ამ ქვეყნის მომავალზე და ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. არავის არ ეშინია ამ სანქციების. ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი რაც ხდება. ჩვენ გაცხადებული გვაქვს ჩვენი პოლიტიკა, რომ ვიცავთ ქვეყნის ინტერეს, გვინდა, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, გაძლიერება. გუშინაც ვილაპარაკე ამაზე, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, მზად ვართ, რათა სტრატეგიულ-პარტნიორული ურთიერთობის გადატვირთვა მოხდეს, იყოს ნამდვილი, ჯანსაღი ურთიერთობები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც.

ვიღაცისთვის შეიძლება, სადმე წასვლა ან არწასვლა პრობლემას წარმოადგენდეს, თუმცა ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც სამშობლოზეა საუბარი.

საზოგადოება უკვე ძალიან კარგად ხედავს, რეალურად რა ხდება, რა პროცესები მიდის. ეს გადაწყვეტილება, რაც იყო მიღებული და რომელიც გაჟღერდა რამდენიმე კვირის წინ სანქციებთან დაკავშირებით. არის ერთგვარი წახალისება გარდაცვლილი ოპოზიციის, რომელიც არის ზერო, ნული. მკვდარი, როდის იყო, ცოცხლდებოდა? მკვდარს ვერ გავაცოცხლებთ. ასეა დღევანდელი ოპოზიცია," - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები