აუცილებლად დავდებთ კონკრეტულ რეკომენდაციას იმისთვის, რომ ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში იყოს უზრუნველყოფილი და დაცული, მინიმუმ საკანონმდებლო დონეზე იყოს დარეგულირებული ამგვარი დანაშაულები - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ქალი პოლიტიკოსების მიმართ მუქარის შემცველი შეტყობინებების შესახებ საუბრისას.
"სიტყვიერად დაგმობა არ არის საკმარისი. ჩვენ აუცილებლად გვექნება კოორდინაცია და იურიდიულად ამ საკითხების გავლა იმიტომ, რომ განსაკუთრებით ქალი პოლიტიკოსების მიმართ ამგვარი ხასიათის დამაშინებელი და შეურაცხმყოფელი ინტენსიური ფსიქოლოგიური ტერორის მოწყობა ნამდვილად არ შეიძლება, არ იყოს გათვალისწინებული რომელიმე კონკრეტული მუხლით. და თუ არის ასეთი, აუცილებლად დავდებთ კონკრეტულ რეკომენდაციას იმისთვის, რომ ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში იყოს უზრუნველყოფილი და დაცული, მინიმუმ საკანონმდებლო დონეზე იყოს დარეგულირებული ამგვარი დანაშაულები,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.
"ქართული ოცნების" დეპუტატები მუქარის შემცველ შეტყობინებებს ასაჯაროებენ.