16 ნოემბერი 2024,   14:50
ვრცლად
ყველა შესწავლილ შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობის" რადიკალურ ფრთასთან კავშირი გამოიკვეთა - ელისო ბოლქვაძე მუქარის შემცველ შეტყობინებებზე

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, მუქარაზე საუბრობს და გარდა იმისა, რომ მან პირად სოციალურ ქსელში მუქარის ამსახველი "სქრინები" გამოაქვეყნა, "კურიერს" განუცხადა, რომ ადამიანები, ვინც მას მსგავსი სახის შეტყობინებებს უგზავნიან, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირდებიან:

"სამწუხარო ფაქტია, რომელიც გამოიხატება მუქარაში, მოვარდნებში, დედაჩემს მიუვარდნენ თბილისში, მე მწერენ პირადში. ყველა შემთხვევა ისწავლება და რომელიც უკვე შესწავლილია უკავშირდება "ნაციონალური მოძრაობის" იმ ფრთას, რომლებიც რადიკალები არიან. დემოკრატიის პრინციპები არ არის ეს, ეს ფაშიზმი, რომელიც თქვენ დააწესეთ, ძალიან მალე გაქრება,"- აცხადებს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე.

 

დღის ამბები