შეერთებულ შტატებში მიღებულ გადაწყვეტილებას სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში აფასებენ. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ საქართველოს დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში და სტრატეგიული პარტნიორი მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება, ამ ვითარებაში, არის არასწორი.
"შეუძლებელია, იმ საფუძვლებით, რა საფუძვლებსაც ისინი ასახელებენ, ეპყრობოდე ქვეყანას. როდესაც ამავე ქვეყანაში, რამდენიმე წლის წინ ჩვეულებრივი ამბავი რომ იყო ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, არ გქონია რეაქცია, ახლა აკეთებ რეაგირებას დემოკრატიულ პროცესის გამო, კანონის მიღების გამო. ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს ეს და, პირველ რიგში, კითხვის ნიშანს აჩენს, რა იცვლება ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულებაში საქართველოს მიმართ.
ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა ყოფილიყო და იყოს სტრატეგიული. ჩვენ ძალიან ბევრი წვლილი გვაქვს შეტანილი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში და სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება არის არასწორი ამ ვითარებაში,“ - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.