16 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
ლევან ქარუმიძე: მრავალი წლის განმავლობაში, სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი სასტიკად არღვევდა ადამიანის ძირითად უფლებებს, ამის მიუხედავად აშშ-ს "ნაციონალური მოძრაობის" არცერთი წევრი არ დაუსანქცირებია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან ქარუმიძე, საქართველოს მოქალაქეების მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვას სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმიანება.

ქარუმიძის განცხადებით, სააკაშვილის ხელისუფლება მრავალი წლის განმავლობაში არღვევდა ადამიანის უფლებებს, 2011 წელს, რეჟიმმა მომიტინგეები ქუჩაშიც კი მოკლა, აშშ-ს კი არასდროს დაუწესებია სანქციები "ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე წარმომადგენლის მიმათ.

"მრავალი წლის განმავლობაში, 2012 წლამდე, სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი სასტიკად არღვევდა ადამიანის ძირითად უფლებებს, მათ შორის, სცემდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ კიდეც ადამიანებს.

მაგალითად, 2011 წელს რეჟიმმა ქუჩაში გამოსული საპროტესტო აქციის მონაწილეები დახოცა და შემდეგ მათი ცხედრები ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე შემოდო. ამ ყველაფრის მიუხედავად, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნაციონალური მოძრაობის არცერთი წევრი არ დაუსანქცირებია", - წერს ლევან ქარუმიძე.

 

დღის ამბები