16 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
მოლდოვასთან დაკავშირებით ღიად ითქვა, რომ კორუფციის პრობლემები იქნა მოგვარებული და გადაიყვანა შემდეგ საფეხურზე - თეონა აქუბარდია ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე

უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრესსპიკერმა გააკეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხს შემდეგ კვირაში დაუბრუნდებიან. გადაწყვეტილებას უსამართლო დამოკიდებულებას უწოდებენ საქართველოში.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ მოლდოვამ კორუფციის პრობლემები მოაგვარა. 

"მოლდოვასთან დაკავშირებით ღიად ითქვა, რომ კორუფციის პრობლემები იქნა მოგვარებული და გადაიყვანა შემდეგ საფეხურზე.

"ქართული ოცნება" კი ტერორისტულ ორგანიზაციას ადარებს ევროკავშირს და რადიკალიზმში და რევოლუციაში სდებს ბრალს - ეს არის სწორედ იმ ტიპის დამოკიდებულება, რა ვითარებაშიც შეუძლებელია ამ ორგანიზაციაში წევრობა," - აცხადებს აქუბარდია. 

დღის ამბები