"შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური დეტალური შესწავლა" - საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა.
პროექტი შავი ზღვის ფსკერის დეტალურ შესწავლას ითვალისწინებს, ასევე ტექნიკურ დახმარებას, იურიდიულ და ფინანსურ საკითხებში.
მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი როლანდ პრაისი აცხადებს, რომ პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება ეკონომიკური მაჩვენებელი.
"ეს, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი და ტრანსფორმაციული რეგიონული ინიციატივაა, რომელიც მხარს უჭერს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელებას.
ეს არის ძალიან ამბიციური ინიციატივა, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დამაკავშირებელი ელექტროენერგიისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი პარალელური წყალქვეშა კაბელის კავშირების განვითარება.
არსებითად, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი გააუმჯობესებს ენერგო უსაფრთხოებას და დეკარბონიზაციას, ასევე გაამყარებს ციფრულ დაკავშირებადობას ხარჯების შემცირების პარალელურად.
დარწმუნებული ვართ, საქართველოს მთავრობასთან ერთად, რომ ამ პროგრამის განხორციელების შედეგად, გაიზრდება ეკონომიკური განვითარება, დაკავშირებადობა და გამყარდება რეგიონული ინტეგრაცია,"- აცხადებს როლანდ პრაისი.