დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენსზე ფიზიკურ თავდასხმას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში, ჯოზეფ ბორელი გამოეხმაურა. ბორელი აღნიშნავს, რომ ძალადობა პოლიტიკურ არჩევანს ვერ განსაზღვრავს.
"შოკირებული ვარ დემოკრატიულად არჩეული კიდევ ერთი ლიდერის მიმართ განხორციელებული ფიზიკური აგრესიით, ვგმობ ამას. ჩემი სოლიდარობა დანიის პრემიერ-მინისტრს. ძალადობა ვერ განსაზღვრავს ჩვენს პოლიტიკურ არჩევანს,"-წერს სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე ჯოზეფ ბორელი.