მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოძრაობა "თავისუფლებისთვის" ლიდერ ნიკო მანაგაძეზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება. სააკაშვილი წერს, რომ ფაქტი აღმაშფოთებელია.
"გუშინ თსუ-თან აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა, გამორჩეულსა და საამაყო ახალგაზრდას, ნიკო მანაგაძეს თავს დაესხნენ, რომელიც მე ძალიან მიყვარს.
მსგავს საამაყო ახალგაზრდებზე ხელის აღმმართავ ძალას დიდი დრო არ დარჩენია!"- წერს მიხეილ სააკაშვილი facebook-ზე.