16 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
ევროპარლამენტის არჩევნების შედეგი გერმანიის სამთავრობო კოალიციის ყველა პარტიისთვის ცუდია - ოლაფ შოლცი

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგი გერმანიის სამთავრობო კოალიციის ყველა პარტიისთვის ცუდია - აცხადებს გერმანიის კანცლერი და განმარტავს, რომ ულტრამემარჯვენე პარტიების მიღწევები შემაშფოთებელია და ეს ნორმად არ უნდა იქცეს.

ოლაფ შოლცის თქმით, ის ევროკავშირის ხელმძღვანელობის შესახებ გადაწყვეტილების სწრაფად მიღების მომხრეა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საპარლამენტო არჩევნებში გერმანიის მმართველი კოალიციის სამივე პარტია დამარცხდა და პირველი ადგილი კონსერვატიულმა პარტიამ დაიკავა.

დღის ამბები