26 ივნისი 2024,   13:38
ვრცლად
NATO ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას განიხილავს - სტოლტენბერგი

რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მზარდი საფრთხის ფონზე, NATO ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას განიხილავს - ამის შესახებ განცხადება, The Telegraph-თან ინტერვიუში, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბლოკმა მსოფლიოს თავისი ბირთვული არსენალი უნდა აჩვენოს და ამით მტრებს პირდაპირი გზავნილი მიაწოდოს.

მისივე თქმით, ალიანსის წევრებს შორის მიმდინარეობს პირდაპირი კონსულტაციები რაკეტების საცავიდან ამოღებისა და მათი საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ, რაც შემაკავებელი ფაქტორი უნდა იყოს. ოპერაციის დეტალები ალიანსის გენმდივანს აღარ დაუკონკრეტებია.

დღის ამბები