26 ივნისი 2024,   14:27
ვრცლად
კამპანია “ჩვენი ხმა ევროპას“ შარშან 8 ნოემბერს დაიწყო და NDI/IRI გამოკითხვებით, მოსახლეობის 80% უნდა გამოქცეულიყო ხელმოსაწერად, დღემდე ხელი მოაწერა მხოლოდ 47, 847-მა - ზაალ ანჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილზე

ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროპული ღირებულებებისადმი საქართველოს მტკიცე ერთგულებას - უპატაკა გუშინ (პ) რეზიდენტმა სალომემ ევროპელ კურატორებს, - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა კამპანია “ჩვენი ხმა ევროპას“ გასული წლის 8 ნოემბერს დაიწყო და გამოკითხვების მიხედვით, ხელმოსაწერად საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი უნდა გაქცეულიყო, თუმცა, დღემდე, მხოლოდ 48 000-მდე ადამიანს აქვს ხელი მოწერილი.

“ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროპული ღირებულებებისადმი საქართველოს მტკიცე ერთგულებას - უპატაკა გუშინ (პ) რეზიდენტმა სალომემ ევროპელ კურატორებს.

ხელმოწერების დიდი კამპანია “ჩვენი ხმა ევროპას!“ (პ) რეზიდენტმა შარშან 8 ნოემბერს დაიწყო. და NDI/IRI გამოკითხვებით, საქართველოს მოსახლეობის 80% უნდა გამოქცეულიყო ხელმოსაწერად. დღემდე ხელი მოაწერა მხოლოდ 47,847 - თავად დათვალეთ რამდენი პროცენტია. სამომავლოდ, კიდევ არაერთი მსგავსი მითი დაინგრევა“, - წერს ანჯაფარიძე.

დღის ამბები