16 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
ფეხბურთი არის ეროვნული ერთიანობის თემაა და მე ვარ იქ, სადაც არის ეროვნული ერთიანობა - პაატა მანჯგალაძე

სალომე ზურაბიშვილის მიერ, ღირსების ორდენზე წარდგენილი ეროვნული ნაკრების 53 კაციანი სიიდან, 19 პირის ამოღების საკითხს პოლიტიკური შეფასებების მოჰყვა.


“სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მისთვის გმირია ყველა ის ადამიანი, ვისაც მცირედი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაყვანის საკითხში.

“ყველა, ვინც საქართველო გაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე, არის გმირი და სხვა შეფასებას ვერ გავაკეთებ. ნამდვილად არ ვაპირებ ამას შევხედო ჩემი სიმპათია ანტიპათიის ჭრილში. შეიძლება ვიღაცის პოლიტიკური გემოვნება არ მომწონდეს, არ ემთხვეოდეს ჩემსას, მაგრამ ჩემთვის არის გმირობა, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

პრეზიდენტს, ალბათ, ექნება თავის ახსნა. ამას არ ვუყურებ პარტიულ ჭრილში, ან ოპოზიცია ხელისუფლების ჭრილში, ფეხბურთი არის ეროვნული ერთიანობის თემაა და მე ვარ იქ, სადაც არის ეროვნული ერთიანობა ", - განაცხადა პაატა მანჯგალაძე.

პარტია “საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, არ აპირებს პრეზიდენტის დისკრეციაში შესვლას.

“მე არ ვიცნობ ამ სიას დეტალურად, არც სალომე ზურაბიშვილის დისკრეციაში შევსულვარ, არც შეწყალების ნაწილში და ახლაც არ ვაპირებ შესვლას. ამაზე შეფასება ჰკითხეთ ვისაც ჰყოფნის თავხედობა და პრეზიდენტის დისკრეციაში შედის“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების საკითხთან დაკავშირებით 13 ივნისს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მიმდინარე წლის 23 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულებები, რითაც ღირსების ორდენით და მედლით დაჯილდოვდნენ წარდგენილი პირები. ამავე განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ჯილდოების გადაცემის ცერემონია სექტემბერში გაიმართება. მოგვიანებით, პრეზიდენტის ხელმოწერილი განკარგულებიდან ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენზე წარდგენილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 53 წარმომადგენლიდან 19 არ დააჯილდოვა.

დღის ამბები