16 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
თავისი არგუმენტი ღიად თქვან და უთხრან ქართველ ხალხს, მათი შვილები უნდა აღმოჩნდნენ თუ არა დარტყმისა და მავნე ზეგავლენის ქვეშ?! არავინ შემეკამათოს, რომ ამას მავნე ზეგავლენა არ აქვს - ალუდა ღუდუშაური ოპოზიციას

ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ცვლილებები მოსახლეობის დაკვეთაა. საკანონმდებლო პაკეტის განხილვა პარლამენტში ხვალიდან იწყება.

რაც შეეხება ოპოზიციის უარს, მონაწილეობა მიიღოს ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვაში, ალუდა ღუდუშაური მათ სთავაზობს, მივიდნენ საკომიტეტო განხილვაზე და წარადგინონ საკუთარი არგუმენტები.

“ყველას ვთავაზობთ, რომ მოვიდნენ და თავისი არგუმენტი ღიად თქვან და უთხრან ქართველ ხალხს, მათი შვილები უნდა აღმოჩნდნენ თუ არა დარტყმისა და მავნე ზეგავლენის ქვეშ?! არავინ შემეკამათოს, რომ ამას მავნე ზეგავლენა არ აქვს, არა ერთი მეცნიერული კვლევით არის ეს დადასტურებული. სხვა შემთხვევაში, ოპონირების რეჟიმში ვიწვევთ ყველას, მობრძანდნენ, გავხსნათ დისკუსია და წარმოადგინონ არგუმენტი," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური.

დღის ამბები