16 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
პარლამენტი სახალხო დამცველს უსმენს- ომბუდსმენმა დეპუტატებს 2023 წლის ანგარიში უკვე გააცნო

პარლამენტი სახალხო დამცველს უსმენს. ომბუდსმენმა დეპუტატებს 2023 წლის ანგარიში უკვე გააცნო.

დოკუმენტში მთავარი აქცენტები კეთდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, პენიტენციურ სისტემაზე, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე.

“2023 წლის სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტზე შემოვიდა 4 849 განცხადება, ეს მიმართულება ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.

2023 წელს განსაკუთრებით საგანგაშო იყო თამაზ გინტურის მკვლელობა, რაც გამოძახილია იმის რომ ამ დრომდე დაუსჯელია საქართველოს ოთხი მოქალაქის, ბაშარულის, ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება,“- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დოკუმენტში ასევე საუბარი იყო, შეკრების თავისუფლებაზე, მედიაზე, სტიქიურ მოვლენებსა და სოციალურ საკითხებზე.

“2023 წელს აქტუალური იყო კანონის უზენაესობის და სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების საკითხები დღის წესრიგში. კვლავ გამოიყენებოდა შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა პრაქტიკა. სამწუხაროდ 2024 წელს, ჩემს მიერ მონახულებულ დაკავებულ ადამიანებს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდათ, რაც მოწმობს იმას, რომ სამართალდამცველები გასულ წელთან შედარებით ფიზიკურ ძალას უფრო მეტად იყენებდნენ,“- აცხადებს ლევან იოსელიანი.

ომბუდსმენის მოხსენების შემდეგ, დარბაზში დეპუტატებმა შეკითხვები დასვეს. მოსმენას არ ესწრება ოპოზიცია.

დღის ამბები