16 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
თუ ვინმეს სწყდება გული, რომ უკრაინასა და მოლდოვას შეიძლება გაეხსნას მოლაპარაკების კარი და საქართველოს არა, ამის მიზეზები უნდა ეძებონ გადაწყვეტილების მიმღებ პირებში - რატი იონათამიშვილი

ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომლის თანახმადაც, მომდევნო კვირას ევროკავშირი საქართველოს საკითხზე იმსჯელებს, სადაც გადაწყდება თუ რა ზომებს მიიღებენ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღების საპასუხოდ - მმართველ გუნდში შეაფასეს.

"ქართული ოცნებაში" იმედი აქვთ, რომ პარტნიორები პოზიციებს გადახედავენ, რადგან მათივე თქმით, არ არსებობს არგუმენტები, რატომ არ უნდა ჰქონდეს ქვეყანას კანონი გამჭვირვალობის შესახებ.

"ახლაც თუ არის მსგავსი დამოკიდებულებები და კრიტიკა გამჭვირვალობის პრინციპის მიმართ, გვესმის. აქაც ზუსტად იგივე საკითხი იქნება, როგორც საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ სააკაშვილის პატიმრობა იყო კანონის უზენაესობის ნაწილი და მისი გათავისუფლება იქნებოდა კანონის უზენაესობის შეურაცხყოფა.

დარწმუნებული ვარ, ეს საუბრები და შეფასებები, საბოლოო ჯამში იქნება გადახედილი. თუ ვინმეს სწყდება გული, რომ უკრაინასა და მოლდოვას შეიძლება გაეხსნას მოლაპარაკების კარი და საქართველოს არა, ამის მიზეზები უნდა ეძებონ გადაწყვეტილების მიმღებ პირებში. დროა, უსამართლო გადაწყვეტილებების პრაქტიკა მორჩეს გადაწყვეტილების მიღების დონეზე. მსჯელობა შეიძლება ყველაფერზე იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილებები რაზე იქნება მიღებული," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

 

დღის ამბები