16 ნოემბერი 2024,   14:53
ვრცლად
ნუ გვესაუბრებიან ამ ტონით, რასაც ვასალური დამოკიდებულება ჰქვია - ეს არ არის პარტნიორული დამოკიდებულება - გურამ მაჭარაშვილი აშშ-ს

პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა “ხალხის ძალის“ განცხადება, რომელიც ამერიკის ელჩს აკრიტიკებს.

პარტიამ ვრცელი წერილი გაავრცელა და განაცხადა, რომ თუ აქამდე რობინ დანიგანი მეტ-ნაკლებად ცდილობდა, პოლიტიკური ლავირება მოეხდინა და არ შეხებოდა ისეთ თემებს, რაც პირდაპირ ურტყამს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ამჯერად ეს წითელი ხაზი მანაც გადაკვეთა.

“ყველაფერს გავაკეთებთ ქვეყნის სუვერენიტეტის გასაძლიერებლად, თუნდაც ეს მხოლოდ ჰაერზე ნათქვამი სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვად დაგვიჯდეს“ - წერს “ხალხის ძალა“.

როგორც “ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, აშშ საქართველოს მიმართ ვასალური დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს და ამ ტონით სტრატეგიულ პარტნიორს არ უნდა ელაპარაკებოდეს.

“რაც შეეხება ამ ფულით ვაჭრობას, ერთხელ და სამუდამოდ ავუხსნათ ქართულ საზოგადოებას, რომ ჩვენ არავისზე ნაკლები კონტრიბუცია არ გვაქვს გაკეთებული მეტი თუ არა მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებში, ჩვენი ჯარისკაცების ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად. ეს, რომ დავითვალეთ ორ მილიარდზე მეტი შეღავათი გამოუვიდათ შეერთებულ შტატებს, მათ შორის, ერაყის და ავღანეთის მისიებში. ნუ გვესაუბრებიან ამ ტონით, რასაც ვასალური დამოკიდებულება ჰქვია. ეს არ არის პარტნიორული დამოკიდებულება. ველოდებით, რომ გააგრძელებენ პარტნიორულ დამოკიდებულებას არჩევნების შემდეგ მაინც“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები