რა არის მთავარი განმასხვავებელი 2012 წლის სასამართლოსა და ახლანდელ სასამართლო სისტემას შორის - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ბადრი შონია აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში მაგალითად იუსტიციის საბჭოში ძირითადად იყვნენ პოლიტიკური ფიგურები და მოსამართლეების ხმა ნაკლებად ისმოდა. ახლა მისივე თქმით, ეს პრაქტიკა არის საგრძნობლად შეცვლილი და ასევე, გაზრდილია გადაწყვეტილების დასაბუთების ხარისხიც.
“2013 წლამდე, რეფორმის პირველ ტალღამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაკომპლექტებული იყო პოლიტიკოსებისგან და იქ მოსამართლეების ხმა ნაკლებად ისმოდა. პროფესიული კუთხით დაკომპლექტდა საბჭო, ამით თვითონ ორგანოს როლი ამაღლდა, საბჭოს სხდომები გახდა უფრო საჯარო, რასაც ვერ ვიტყვით წინა შემთხვევაში.
სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხი გაზრდილია. იუსტიციის სკოლამ არაერთი ტრენინგი ჩაატარა, არაერთი გადაწყვეტილება ითარგმნა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსი. ამას მეტყველებს ისიც, რომ სასამართლოში მომართვიანობა არის გაცილებით მაღალი, ვიდრე მაშინ, ეს ნიშნავს, რომ სასამართლოს ენდობა ხალხი,“ - აცხადებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ბადრი შონია.