საპარლამენტო უმრავლესობა გიორგი ვაშაძის მხრიდან დისკრიმინაციაზე საუბრობს და თვლის, რომ ვაშაძემ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან მათი შეფასებით, ეს არის სიძულვილის ენა.
აუტისტური სპექტრის დამაკნინებელ კონტექსტში გამოყენება კი დაუშვებელია. შეფასება გაკეთდა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებშიც.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძეც წამოსცდა და რომან გოცირიძის აზრით ის ამას გააცნობიერებს.
"მსგავსი რამ, როდესაც "ქართულ ოცნებაში" ხდება ამას არ ექცევა ყურადღება, ხოლო სამედიცინო ტერმინით მოხსენება, ეს პოლიტიკოსი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი დაუშვებელია. ეს იყო წამოცდენა უბრალოდ და გიორგი ვაშაძე ამას გააცნობიერებს, რადგან გონიერი ადამიანია",- აცხადებს რომან გოცირიძე.