აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. ჯეიჰუნ ბაირამოვს ქართველმა კოლეგამ უმასპინძლა. დიპლომატიური უწყების ცნობით, მხარეებს შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ მედიისთვის გაკეთდა განცხადებები.
ერთობლივ ბრიფინგზე მხარეებმა ერთმანეთს დაუდასტურეს კიდევ ერთხელ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარება.
ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლების კიდევ უფრო გაღრმავებას, მათ შორის სატრანსპორტო და ენერგეტიკის მიმართულებით.
საქართველო აზერბაიჯანის სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საუბრის დასაწყისში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გუშინდელი წარმატება მიულოცა.
"ჩვენი ეს ვიზიტი განსაკუთრებულ დროს ემთხვევა ამ დროს, ჩვენ საქართველოსვე ეროვნული ნაკრების ისტორიული მიღწევები ვნახეთ.
დღეს როცა თბილისში ჩამოვედი აეროპორტიდან დაწყებული ქალაქში მოსვლამდე ეს ატმოსფერო იგრძნობოდა. დღეს ჩვენ ჩემს ძვირფას კოლეგებთან ერთად საქართველოსა და აზერბაიჯანს სტრატეგიული თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებზე ვისაუბრებთ. ჩვენი დღის წესრიგი იყო პოლიტიკური დიალოგის წარმართვა საერთაშორისო პლატფორმებზე როგორიცაა ეუთო გაეროს და აღმოსავლეთის თანამშრომლობა.
საქართველოს და აზერბაიჯანი ერთმანეთის ინიციატივებს ყოველთვის მხარს უჭერს და საქართველო და აზერბაიჯანი ტერიტორიების მთლიანობას პატივს სცემს. ჩვენ ქვეყნების მიერ განხორციელებული პროექტები როგორც ენერგეტიკა ტრანსპორტი მნიშვნელოვანია, ჩვენი დღევანდელი განხილვის კონტექსტში ეკონომიკურ ურთიერთობებზე გავამახვილოთ ყურადღება. აზერბაიჯანი საქართველოში უდიდეს ინვესტორთა შორისაა.
საქართველოს გავლით მსოფლიო ბაზარში უზრუნველყოფილიყო ნავთობით და გაზით. ეს არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის არამედ მსოფლიო ენერგეტიკის რუკისთვისაა მნიშვნელოვანი. დღევანდელი შეხვედრის დროს ჩემს კოლეგას სომხეთ აზერბაიჯანის კონფლიქტის შემდგომი ვითარების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე, აღვნიშნე რომ ამ მიმართულებით მიმდინარეობს სამუშაოები და გვაქვს დადებითი ტენდენცია," - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.