16 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას კანონპროექტის მხარდაჭერა შევთავაზეთ, ისინი კი ვადების დაწესებას არიან მიჩვეული, ამბობენ, ვდგავართ ლგბტ პროპაგანდის მხარეს და ასე გავაგრძელებთ ურთიერთობასო

ოპოზიციამ მხარი უნდა დაუჭიროს იმას, რომ ახალგაზრდები პროპაგანდისგან დავიცვათ – ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

"ოპოზიციას ვადები კი არ დავუწესეთ, ვადა შევთავაზეთ, ეს ვადის დაწესებად მიიღეს, რადგან თავად დაწესებას არიან მიჩვეული, მათ შევთავაზეთ, რომ სხდომაზე მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ ეროვნული იდენტობის ერთ-ერთ შემადგენელ საკითხს - ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას. მხარი უნდა დაუჭირონ იმას, რომ ახალგაზრდები პროპაგანდისგან დავიცვათ. ვენეციის კომისიის რეკომენდაციას არ უნდა შევეგუოთ, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაუშვით და კონსტიტუციიდან დათქმა წაშალეთო. ოპოზიციას სწორედ კანონპროექტის მხარდაჭერა შევთავაზეთ, ისინი კი ვადების დაწესებას არიან მიჩვეული. ამბობენ, ჩვენ ვდგავართ ლგბტ პროპაგანდის მხარეს და ასე გავაგრძელებთ ურთიერთობასო", - განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები