ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდებას, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის სრულად და დაუყოვნებლივ გაწვევასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში შემაშფოთებელს უწოდებენ.
"ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია ნიშნავს იმავეს, რაც ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირისგან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამიზნული პოლიტიკით შეიყვანა ჩიხში ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. ეს ძალიან შემაშფოთებელია. ევროსაბჭოს გადაწყვეტილებები არის სახელმძღვანელო მოცემულობა ევროკავშირისთვის პოლიტიკური გადაწყვეტილებების თვალსაზრისით", - აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი.
"საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი კი აცხადებს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე, დღეს, "ქართული ოცნება" ბარიერია და ამ ბარიერის გასაუქმებლად არჩევნებია საჭირო:
"ჩვენი ევროპული პერსპექტივა ჩვენი დასაცავია. დღეს, "ოცნება" უკვე ცალსახა ბარიერია ევროინტეგრაციის გზაზე. ამიტომ, მიზანი უნდა იყოს ის, რომ ჩვენ ეს ბარიერი გავაუქმოთ. აღარ შეიძლება ამ გზაზე ბარიერი კიდევ არსებობდეს, ამისთვის კი წინ არჩევნები გვაქვს," - აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი.
ვროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ რეზოლუცია მიიღო.
დოკუმენტი, რომლის ავტორებიც არიან არიან კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის სრულად და დაუყოვნებლივ გაწვევას.