16 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
ოპოზიციიდან "გირჩი" და "ევროპელი სოციალისტები" გახლდნენ დღეს, სხვებმა არჩევანი გააკეთეს არა საქართველოს და საზოგადოების სასარგებლოდ - შალვა პაპუაშვილი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონზე

"ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში ოპოზიციიდან მხოლოდ "გირჩის" დეპუტატი ჰერმან საბო იყო.

ანტიპროპაგანდისტულ მიზნებსა და არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვაზე საუბრობს მმართველი გუნდი.

"მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა 17 მაისს, ის სახალხო რეფერენდუმი, რომელიც მთლიანად საქართველოში ჩატარდა, სადაც საქართველოს მილიონმა მოქალაქემ თავისი გამოსვლით ქუჩაში დაადასტურა, მხარდაჭერა ამ პაკეტისა და მოთხოვნა, რომ პარლამენტმა მათი ხმა აქციოს კანონად, დღეს პარლამენტმა ამისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა.

გუშინ უმრავლესობის ლიდერის წინადადებით გადავდეთ კენჭისყრა დღევანდელ დღეზე, რათა ოპოზიციას ჰქონოდა შესაძლებლობა დაფიქრებულიყო ვის მხარეს დგებიან ისინი - დგებიან საქართველოს და ქართული საზოგადოების მხარეს, თუ არიან პროპაგანდის და მათი სხვა პოლიტიკური გარე ჯგუფების ზეგავლენის ქვეშ და ამიტომ არ იღებენ ამ კენჭისყრაში მონაწილეობას.

როგორც ვხედავთ, ოპოზიციიდან "გირჩი" არის წარმოდგენილი მხოლოდ კენჭისყრის დროს, ასევე "ევროპელი სოციალისტებიც" გახლდნენ დღეს. სხვებმა ეს არჩევანი გააკეთეს და გააკეთეს არა საქართველოს და ქართული საზოგადოების სასარგებლოდ", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები