ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ორი შეფასება გამოაქვეყნა. პირველი ეხება გენდერული კვოტების გაუქმებას. დასკვნაში ნათქვამია, რომ კომისია შეშფოთებულია, იმით, რომ შესწორებები დაჩქარებული წესით იყო მიღებული და საკითხზე საზოგადოებრივი კონსულტაციები არ გამართულა.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ აღნიშნული ქმედება, 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში რისკის ქვეშ აყენებს საარჩევნო კანონმდებლობის მდგრადობას. მეორე შეფასება კი, საარჩევნო კოდექსში შეტანილ იმ ცვლილებებზეა, რომელიც ეხება საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების და თავმჯდომარის არჩევის ახალ წესს. ვენეციის კომისია ფიქრობს, რომ ეს შესწორება აჩენს რისკს ადმინისტრაციის სხვადასხვა პოზიციებზე პირები მხოლოდ "ქართულმა ოცნებამ" აირჩიოს.