16 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
"ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა წარმატებული ქართლი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე" - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა "დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის" პრეზენტაცია წარადგინა
"დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის" - ამ სახელწოდებით თემატური მოკვლევა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა წარადგინა. პრეზენტაციას პარლამენტის თავმჯდომარეც დაესწრო.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, დიასპორა არის უდიდესი პოტენციალი წარმატებული სახელმწიფოს შენების გზაზე. 

"გვსურს, ჩვენი დიასპორა და მისი პოტენციალი სრულად მივმართოთ ეკონომიკურ აღმავლობაში, ინტელექტუალურ განვითარებაში, სახალხო დიპლომატიაში,  რომელიც ასე გვჭირდება ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების სამიზნეების დასაძლევად. ერთხელ და სამუდამოდ, ვცვლით იმ ტრენდს, რომ დიასპორა  და უცხოეთში წასული ადამიანები არის მხოლოდ გამოწვევა. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა და რეზერვი წარმატებული ქართლი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ. 
დღის ამბები