16 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანებას გამოვრიცხავთ, მზად ვართ უფრო ფართო ერთობისთვის - პარტია "ახალის" წევრი თენგო თევზაძე

ვის აერთიანებს ოპოზიციის დეკლარაცია - ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში შესვლას არ აპირებს. მათ რიგებშია გახარიას გუნდი, "გირჩი" და "ევროპული საქართველო".

პარტია "ახალის" წევრის, თენგო თევზაძის განცხადებით, ისინი ყველა ოპოზიციურ პარტიასთან საუბრობენ, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ან სხვა რომელიმე კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობას გამორიცხავენ, რადგან უფრო ფართო ერთობისთვის არიან მზად.

"ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ვართ ღიად საუბრისთვის, იქნება თუ არა მათთან თანამშრომლობა და საერთო ინტერესების გამოკვეთა. ჩვენ ყველასთან ვსაუბრობთ. "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანებას გამოვრიცხავთ და არ ვაპირებთ ერთ-ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას. მზად ვართ უფრო ფართო ერთობისთვის, მაგრამ ეს ერთობა, პირველ რიგში უნდა იყოს ამომრჩევლის ინტერესებიდან გამომდინარე და ასევე, გაერთიანებული პოლიტიკური პარტიების ინტერესებიდან და გამართული სტრატეგიიდან გამომდინარე," -აცხადებს პარტია "ახალის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე თენგო თევზაძე.

ამასთან, გიგა ბოკერიას პარტიამ განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ რამდენიმე პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის ჩამოყალიბებას მხარს უჭერენ, თუმცა არა "ნაციონალურ მოძრაობასთან", რომელიც პიროვნების კულტზე დაფუძნებული ჩრდილოვანი მართვის მოდელით ოპერირებს და შეთანხმებების დარღვევის გამოცდილებაც აქვს.

დღის ამბები