16 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
როგორია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი - "სამართლიანი არჩევნები" შეფასებას აქვეყნებს

როგორია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი?- შეფასებას "სამართლიანი არჩევნები" აქვეყნებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის კენჭისყრის სრულმასშტაბიან მონიტორინგს განახორციელებენ.

უშუალოდ არჩევნების დღის დაკვირვებას კი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 400-მდე მონიტორის მეშვეობით გეგმავენ. ორგანიზაციაში აღნიშნავენ იმასაც, რომ საპარლამენტო არჩევნებს გადამწყვეტი როლი ენიჭება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით. 

"წინასაარჩევნო პერიოდი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსული კანონის მიღებამ. იცით, რომ ეს კანონი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას. ამ პირობებში, განსაკუთრებით, მნიშვნელოვნად ნეგატიურად იმოქმედებს საარჩევნო-სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არჩევნების მიუკერძოებელ დაკვირვებას," - აცხადებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე.

დღის ამბები