16 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
ამ შეთანხმებასთან ვერანაირი შემხებლობა ვერ გვექნება - ვახტანგ მეგრელიშვილი ოპოზიციის ერთობის დეკლარაციაზე

ექვსი ოპოზიციური პარტიის მიერ, ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერას, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი ეხმაურება. მისი თქმით, დეკლარაციის შინაარსი მათთვის გაუგებარია და შეთანხმებასთან კავშირი ვერ ექნებათ.

"მიუხედავად იმისა, რომ მე ვნახე 6 პოლიტიკური პარტიის დღევანდელი განცხადება, იქ კონკრეტულად არ წერია, რომ ახალ არჩევნებს ატარებენ თუ არ ატარებენ, მთავრობას როგორ იღებენ. უბრალოდ, ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ამ თამაშს ერთად ვითამაშებთ. ამ შეთანხმებასთან ვერანაირი შემხებლობა ვერ გვექნება, ჯერ ერთი, მათი არ გვესმის. ერთი ვერსიაა, "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზებაზე დათანხმება და ერთი სრული სია, მეორე ვერსიაა, "ნაციონალურ მოძრაობაზე" არ დათანხმება. შესაბამისად, ორივე ვერსია გვაწყობს, თუმცა, დროზე უნდა ქნან ეს ამბავი, რომ ნომერი მაინც იცოდეს ამომრჩეველმა. იცოდნენ მათ, რომ ეს პოლიტიკოსები ეთერებში რომ დადიან, რომელ პარტიას წარმოადგენენ," - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

ექვსი პარტია ოპოზიციის ერთობის დეკლარაციას ხელს აწერს - მათ შორისაა "ნაციონალური მოძრაობა, "გირჩი – მეტი თავისუფლება", "ახალი", "ლელო“, "დროა" და "სტრატეგია აღმაშენებელი".

დოკუმენტი გულისხმობს ერთობას, როგორც არჩევნებამდე ასევე მის შემდეგ და იზიარებს სალომე ზურაბიშვილის ქარტიის მიზნებს.

კონკრეტულად რა ფორმით მიიღებს 26 ოქტომბრის კენჭისყრაში ექვსი პარტია მონაწილეობას ჯერ უცნობია. გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ერთიანობის კონფიგურაცია 8 ივლისამდე უნდა მოიძებნოს.

ამ ეტაპზე, ცნობილია მხოლოდ ის მიზნები, რაც აერთიანებს პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს. ესენია - თავის შეკავება ერთმანეთზე თავდასხმებისგან, არჩევნების შემდეგ ქარტიის პუნქტების შესასრულებლად კოალიციის ჩამოყალიბება და პარლამენტში წინააღმდეგობის გაწევა, ისეთი მთავრობის ფორმირებაზე, რომლის ნაწილიც "ქართული ოცნება" იქნება. 

 

დღის ამბები