29 ივნისი 2024,   20:40
ვრცლად
ამაყები ვართ, რომ ამ დღეს მოვესწარით... ევროპის ჩემპიონატზე ვართ, ამაყები, ჩვენი ქვეყნის დროშით და ეს ისტორია გრძელდება - ლევან კობიაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, EURO 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ პორტუგალიის დამარცხების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა.

"საოცრება ხდება. მართლა ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ასეთი გუნდი გვყავს. მთლიანად საქართველოს გილოცავთ, წარმოუდგენელი დღეებია და გრძელდება ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, კიდევ ვისიამოვნებთ, რადგან მართლა საოცრებაა, რასაც ბიჭები აჩვენებენ. უნდა ნახოთ, გასახდელში რა ხდება - ძალიან ბედნიერები და ამაყები ვართ, რომ მოვესწარით ამ დღეს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვართ, ამაყები, ჩვენი ქვეყნის დროშით და ეს ისტორია გრძელდება,"- განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტმა საქართველომ პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და, შედეგად, მერვედფინალში გავიდა. პირველი გოლი, მატჩის მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, დანიშნული თერთმეტმეტრიანის წყალობით - გიორგი მიქაუტაძემ.

დღის ამბები