30 ივნისი 2024,   01:46
ვრცლად
რუსთაველის გამზირი გადაკეტილია - ფეხბურთის გულშემატკივარი საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ზეიმობს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივარმა რუსთაველის გამზირი გადაკეტა - მოსახლეობა ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის გამარჯვებას ზეიმობს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტმა საქართველომ პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და, შედეგად, მერვედფინალში გავიდა.

პირველი გოლი, მატჩის მე-2 წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, დანიშნული თერთმეტმეტრიანის წყალობით - გიორგი მიქაუტაძემ.

დღის ამბები