30 ივნისი 2024,   01:32
ვრცლად
რონალდუს მაისურიც მაქვს, შემდეგ ეტაპზეც გავედით, საუკეთესო დღეა ჩვენს ცხოვრებაში - ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, პორტუგალიის დამარცხების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა.

"ისიც ვთქვი, რომ კარგ ხასიათზე რომ იქნება, მაისურს გამოვართმევ-მეთქი [კრიშტიანუ რონალდუს] და ასეც გავაკეთეთ. ბედნიერები ვართ, რონალდუს მაისურიც მაქვს, შემდეგ ეტაპზეც გავედით, საუკეთესო დღეა ჩვენს ცხოვრებაში. ყველა ბედნიერია და ვიტყოდი, ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ.

ალბათ, არავის ეგონა, რომ დღეს ჩვენ პორტუგალიას მოვუგებდით და ჯგუფიდან გავიდოდით, მაგრამ ალბათ, ამიტომ ვართ ძლიერი ნაკრები, რომ შემოვუძახეთ ყველამ ერთმანეთს, რომ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია. ისიც ვახსენეთ, რომ სადაც 1%-ია შანსი, სადაც არის რწმენა, რომ ყველაფერს გააკეთებ, ეს ავახდინეთ ჩვენ და ყველას ვაჩვენეთ, რომ საქართველოს ნაკრებს ყველაფერი შეგვიძლია,"- განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტმა საქართველომ პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და, შედეგად, მერვედფინალში გავიდა.

პირველი გოლი, მატჩის მე-2 წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, დანიშნული თერთმეტმეტრიანის წყალობით - გიორგი მიქაუტაძემ.

დღის ამბები