საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით დღეს წარდგება. დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში წერილობითი ფორმით უკვე გაგზავნილია.
ანგარიში გასული ოთხ-ნახევარი თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას შეეხება.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, მოხსენება მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს.
საუბარია ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე და ნათქვამია, რომ საქართველომ ვალდებულებების 55 პროცენტი უკვე შეასრულა. ქვეყანამ კი დასავლელ პარტნიორებთან სანქციების საკითხზე თანამშრომლობის კუთხით, მაღალი შეფასება მიიღო.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველომ გაზაფხულზე დაიწყო მუშაობა 2024 წლის გაფართოების ანგარიშზე, რომელსაც ევროკომისიას 2024 წლის სექტემბერში მიაწოდებს. დოკუმენტი ეხმაურება რეგიონში არსებულ ვითარებასაც და საუბარია ჩინეთთან ურთიერთობებზეც.
"მოხსენება მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს, ეს არის საქართველოს მთავრობის წლიური ანგარიში. თებერვალშიც მქონდა წარდგენილი ანგარიში, მქონდა საუბარი სამომავლო გეგმებზე, აქედან გამომდინარე, გასული ნახევარზევე თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას შეეხება, ის ანგარიში, რომელსაც წარვადგენ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.