16 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
"პატრიოტული მანიფესტი ევროპის მომავლისთვის" - ორბანი, ბაბიში და კიკლი ევროპარლამენტში ახალ მემარჯვენე ჯგუფს ქმნიან

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ავსტრიის ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიის ლიდერმა, ჰერბერტ კიკლმა და ჩეხეთის ყოფილმა პრემიერმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადეს, რომ ევროპარლამენტში ახალ მემარჯვენე ჯგუფს ქმნიან.

ორბანმა, ბაბიშმა და კიკლმა დადეს "პატრიოტული მანიფესტი ევროპის მომავლისთვის", სადაც განაცხადეს, რომ ევროკავშირი "ევროპელების წინააღმდეგ აღმოჩნდა და ახლა წარმოადგენს ისეთ ინტერესებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ერების, რეგიონებისა და მცირე თემების ნებას".

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 9 ივნისს გამართული ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, "ახალი ერა იწყება".

ევროპარლამენტის ფრაქციებმა შემადგენლობა 15 ივლისამდე უნდა გამოაცხადონ, რომელშიც უნდა იყოს, სულ მცირე, 23 პარლამენტარი ევროკავშირის, სულ მცირე, შვიდი ქვეყნიდან. ამრიგად, ორბანის, ბაბისისა და კიკლის ალიანსს ჯერ კიდევ სჭირდება ევროკავშირის, სულ მცირე, ოთხი ქვეყნის ევროპარლამენტარების მხარდაჭერა.

დღის ამბები