04 ივლისი 2024,   19:00
ვრცლად
არგენტინაში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა

არგენტინაში, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის, კონგრესის შენობასთან დაპირისპირება მოხდა, სადაც სახელისუფლებო და ეკონომიკური რეფორმების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, პოლიცია აქტივისტების წინააღმდეგ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს. თავის მხრივ, აქციის მონაწილეები პოლიციას სხვადასხვა ნივთებს ესვრიან.

დაპირისპირების დროს, გადააბრუნეს და ცეცხლი წაუკიდეს ერთ-ერთი ტელევიზიის კუთვნილ ავტომობილს, რომელიც სრულად დაიწვა.

CNN-ის ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა მათი ჟურნალისტები შეესწრნენ ფაქტებს, როდესაც ექიმები დაშავებულებს დახმარებას უწევდნენ.

დღის ამბები