16 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
წინასაარჩევნო ფორმატში, "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას არ ვაპირებთ - ირაკლი კუპრაძე

"ლელო", წინასაარჩევნოდ, "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას არ აპირებს. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა:

"წინასაარჩევნო ფორმატში, "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას არ ვაპირებთ. ერთიანობა მნიშვნელოვანია, მაგრამ - სწორი კონფიგურაციით, რომელიც მოიცავს არჩევანის შესაძლებლობას ჩვენი მოქალაქეებისთვის.

"ლელოს" ინიციატივაა, რომ უნდა არსებობდეს რამდენიმე ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად "ლელო" მოიაზრებს საკუთარ თავს, სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად პარტნიორობაში. ამ შემადგენლობაში არ იგულისხმება "ნაციონალური მოძრაობა" და გახარიას გუნდი," - აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.

დღის ამბები